აგრესიის საფრთხის შემთხვევაში შეერთებული შტატები ფინეთთან და შვედეთთან ერთად იმუშავებს, სანამ ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება განიხილება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ის მტკიცედ უჭერს მხარს ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, რაც სასარგებლო იქნება მთელი სამხედრო ალიანსისთვის.
„ფინეთი და შვედეთი შეერთებული შტატების დიდი ხნის, მტკიცე პარტნიორები არიან. ნატოში გაწევრიანებით ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და სარგებელს მოუტანენ მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პირველი პირის თქმით, მისი ქვეყანა ბალტიის ზღვის რეგიონში შეინარჩუნებს თავის „ძლიერ საწვრთნელ აქტივობასა და ყოფნას“.
კომენტარები