რუსეთში, ტიუმენი-ხანტი-მანსიისკის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ავტობუსი, ორი მსუბუქი მანქანა და ერთი სატვირთო ავტომობილი დაეჯახნენ.
ავტობუსში აკრობატიკის ბავშვთა გუნდის წევრები იმყოფებოდნენ.
ავარიის შედეგად დაღუპული 12 პირიდან 11 ბავშვია. ავარიის შედეგად ასევე დაშავდა 34 ადამიანი, აქედან 27 ბავშვია. ზოგიერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
კომენტარები