ბრიუსელში, 6-7 დეკემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება. მინისტერიალის ფარგლებში იგეგმება ჩრდილოეთ ატლანტიკის საბჭოს შეხვედრა.
ასევე ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია. მინისტეერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, აგრეთვე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) ჩართული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
კომენტარები