თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული.
თვითმხილველების ცნობით, თხუთმეტამდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, დაინახეს ორი პირი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიქცნენ.
ასევე, თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
კომენტარები
