ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი მამაკაცი თავს დაესხა. როგორც დეპუტატი ამტკიცებს მათ უცნობმა ადამიანებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს.
თავდამსხმელები სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. ისინი უკვე იდენტიფიცირებულები არიან. ერთ-ერთი არის ლექსო ხომასურიძე, რომელსაც საზოგადოების ნაწილი იცნობ. ის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე.
დაზარალებულები ამბობენ, რომ შემთხვევა მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება. ხათუნა სამნიძე არ გამორიცხავს, რომ ეს პროვოკაცია წინასწარ იყო დაგეგმილი.
კომენტარები