მამუკა ღლონტი განცხადებას ავრცელებს და “მაესტროში” საგადასახადო სამსახურის შესვლის ფაქტს ეხმაურება.
“ალბათ ერთადერთი სოლიდური მედია ორგანიზაცია რომელშიც საგადასახადომ შემოწმება დაიწყო არის რადიო “მაესტრო“ რომლის საკონტროლო პაკეტს ვფლობ მე, ასევე მე ვარ დირექტორიც. ეს შემოწმება უნდა დამთავრებულიყო დეკემბერში მაგრამ გააგრძელეს თებერვლამდე. მაქვს ეჭვი რომ სიტუაციას დაგვიძაბავენ და შემოვლენ ჩვენს ოფისში დაიწყებენ ქექვას და დაშინებას. ნეტავ რას ეძებენ მედიაში. ახლა კი ჩემი ვარაუდი იმაზე თუ რატომ აკეთებენ ამას. რადიო “მაესტროს“ ყავს ორი მესაკუთრე მე და ეკა აკობია. ასევე მე და ეკა აკობიას გვაქვს წილი ტელეკომპანია “მაესტროში“ რომლის გაყიდვასაც დღემდე ითხოვენ სახელისუფლო “მოურავები“ ჩემი ვარაუდოთ ამ გზით აპირებენ ჩემი და ეკას დაშინებას, რომ გავყიდოთ ტელეკომპანია “მაესტროს“ წილები. თუ ასე არ არის იქნებ გამოაქვეყნოს საგადასახადო ორგანოებმა ინფორმაცია იმაზე თუ რომელი დიდი მედია საშუალება შეამოწმეს ბოლო წლებში. P.შ.ციხეში რომ ჩაგვალპონ `მაესტროს` წილს არ გავყიდით არც მე და არც ეკა.