საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელი კემლინ ფურლი თბილისის ბოტანიკურ ბაღში ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნად გამართულ სოლიდარობის მარშს დაესწრება.
„საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ ევროპაში, უკრაინაში მიმდინარე ომმა ლტოლვილთა მიმართ ხალხის გასაოცარი თანადგომა და სოლიდარობა გამოიწვია. 2022 ლტოლვილთა მსოფლიო დღე ყურადღებას ამახვილებს სოლიდარობასა და ლტოლვილთა ფუნდამენტურ უფლებაზე – ეძიონ უსაფრთხოება. ლტოლვილთა მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანიც სწორედ ამაზეა – „ყველას აქვს უფლება ეძიოს უსაფრთხოება“, – აცხადებს კემლინფურლი.
კომენტარები