ნაძალადევის რაიონში მინი ფეხბურთის ტურნირი ,,ნაძალადევის თასი 2022“ გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში 16 გუნდი მონაწილეობდა. I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრად თასები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
სპორტული შეჯიბრის გამარჯვებულები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა დააჯილდოვეს.
,,ნაძალადევის რაიონში მინი ფეხბურთის ტურნირი ჩავატარეთ. ვულოცავ გამარჯვებას ფინალში გასულ გუნდებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობების ორგანიზება. ჩვენთვის პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სპორტულ განვითარებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
შეჯიბრება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით გაიმართა. გამარჯვებული გუნდი თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე იასპარეზებს.