ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს. პარლამენტის დამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებს.
„ეს არის პრაქტიკულად გასული წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარი მოვლენები, მახასიათებლები, პროგრესის, სამომავლო გამოწვევების ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და ქვეყნის განვითარების კონტექსტში – ყველაფერზე იქნება საუბარი. ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებიც ვერ დარჩება ყურადღების მიღმა და მოსალოდნელია, რომ ამ თემაზეც იქნება საუბარი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პრემიერის ანგარიში ყველა სფეროს შეეხება.
„აქ არის სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური საკითხები და ა.შ. ალბათ ბევრი კითხვა იქნება რეკომენდაციებთან მიმართებაში დასმული“, -აღნიშნა ქადაგიშვილმა.