„ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრი, მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი მეგი გოცირიძე Facebook-ზე 20 ივნისის აქციას ეხმიანება და ითხოვს, რომ მომდევნო აქციები არ წაიყვანოს ნანკა კალატოზიშვილმა, რადგან ის, მისივე თქმით, „მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს აყენებს შეურაცხყოფას“.
„მოვითხოვ: უზრდელმა ცენზორმა, კაცთმოძულე, არაევროპელმა , გოიმმა ნანკა კალატოზიშვილმა არ წაიყვანოს მომდევნო აქცია და იქ მისულ მიხეილ სააკაშვილის ათიათასობით მხარდამჭერს აღარ მოგვაყენოს შეურაცხყოფა!“ – წერს მეგი გოცირიძე.
მას გამოეხმაურნენ მიხეილ სააკაშვილის სხვა მხარდამჭერებიც:
„სადაც მიშას ხსენება არ იქნება, არცერთი მიტინგი არ მაინტერესებს. ჯანმრთელობა, სიცოცხლე და თავისუფლება მიშას. თავისუფლება ნიკას“;
„ნანკა კალატოზიშვილმა და სხვებმაც გაითვალისწინონ – აქციაზე ჩემი პრეზიდენტის, მიშას სახელი იქამდე იქნება გაჟღერებული, სადამდეც მისი მხარდამჭერები მის განთავისუფლებას არ მივაღწევთ. თავისუფლება მიშას“;
„მე არ მივალ იმ აქციაზე, სადაც მიშას ხსენება არ უნდათ. ნეტა ვინ გააგებინათ ევროპის გემო ამ უბედურებს ან ვინმე ნორმალური ვერ ნახეს? ნანკას წასაყვანი გაგიხდათ აქციები?“.