მათი დღის წესრიგია ქვეყნის წალეკვა – მათი წასალეკი ქვეყანა საქართველო არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთადერთი, ვინც გაერთიანდნენ, ესენი არიან ბაკურიანის შეხვედრის მონაწილეები: „ნაციონალური მოძრაობა“, მისი კუთვნილი ენჯეოები და კუთვნილი მედია საშუალებები. ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ე.წ. წალეკვა, რასაც რა თქმა უნდა განხორციელება არ უწერია. მათი წასალეკი ქვეყანა საქართველო არ არის. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, განვითარება – ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. მათი დღის წესრიგი არის წალეკვა. ეს არის პოლარიზაციის დღის წესრიგი და ისინი [რადიკალური ოპოზიცია] პირდაპირ არღვევენ პირველ პუნქტს, რომელიც ევროკომისიის დოკუმენტშია ჩადებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.