ვენეციის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაგზავნილი კანონპროექტის შესწავლა დაიწყო
აღნიშნული შინაარსის წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციამ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონპროექტთან
დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან მიიღო
„ვეცდებით, მოვამზადოთ ჩვენი საჯარო, წინასწარი მოსაზრება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონთან და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ყველაზე მჭიდრო ვადაში – 10 დღეში “, – აღნიშნულია წერილში.
კომენტარები