მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 2.1%-ით შემცირდა. ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება 100 ამერიკულ დოლარს ჩამოცდა.
21 სექტემბერს, მისი ფასი 98 აშშ დოლარია, რაც გუშინდელ ფასზე 2.17%-ით ნაკლებია.
ფასის კლება შეინიშნება ბრენტის მარკის ნავთობზეც. ბოლო საათებში ერთი ბარელის ფასი 2.11%-ით შემცირდა და მისი ღირებულება 102 აშშ დოლარია.
ცნობისთვის, მანამდე „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ იორკში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრისთვის მზაობა გამოთქვა.
კომენტარები
