თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს.
“ვინ, თუ არა ამ კაცმა იცის ამ ტრაგედიის ფასი – იცის რა გაუსაძლისი ტკივილია ახლობლების გარდაცვალება და რამხელა დანაკლისია ქვეყნისთვის თითოეული პროფესიონალი მაშველის, მფრინავის თუ მედიკოსის დაკარგვა.
რამაზ დავლაძეს მეუღლე, ორი შვილი და ძმა შარშან, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას დაეღუპა. მან საკუთარი თვალით ნახა რა ჯოჯოხეთური ძალისხმევა, ზუსტი ცოდნა და უდიდესი პასუხისმგებლობა დგას მაშველების მიერ გაწეული სამუშაოს უკან.
გუდაურში მომხდარი ტრაგედია მარტო გარდაცვლილთა ოჯახებს არა, რამაზ დავლაძესაც შეეხო, თითოეულ ჩვენგანს შეგვეხო”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
კომენტარები