თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“წინა ხელისუფლების მიერ 52 მილიონ დოლარად გაყიდული 36 ჰექტარი ტერიტორია (ყოფილი იპოდრომი) უკან რომ დაუბრუნდა თბილისს, უმეტესობამ ისე მიიღო, თითქოს მის მესაკუთრეს ვალი ჰქონდა და ძლივს დააბრუნა.
მერე დაიწყო საპროტესტო აქციები, რას ქვია აქ ცენტრალური პარკი უნდა გაშენდეს, ვის რად უნდა დასასვენებელი სივრცეები, დარჩეს იმ სახით როგორიც არის, ასე გვირჩევნიაო.
თუმცა, იყო სამართლიანი შენიშვნებიც პროექტთან მიმართებით, რაც გათვალისწინებულია. პროექტში ცვლილებები შევიდა- პარკინგის ნაცვლად სპორტული მოედნები მოეწყობა. ასევე, ორი დიდი მდელო დაიკავებს ადგილს, სადაც ფრანგული და იაპონური ბაღები უნდა გაშენებულიყო.
რასაკვირველია, პარკი თავისით არ შენდება, დაახლოებით 20 მილიონი დოლარი სჭირდება სამუშაოებს, რასაც სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ“.
ხოდა რა ვიცი, ვისაც კარგი ამბები გვახარებთ და ადამიანების სიკეთის დანახვაც შეგვიძლიათ, შევიკრიბებოთ ცენტრალურ პარკში., მალე, სულ მალე :)))”