დიპლომები, რომლებიც აღარასოდეს გაიცემა – ლვოვში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ სტუდენტებს პატივი მიაგეს. დღეს ქალაქის მოედანზე 40-ზ მეტი დიპლომი გამოიფინა. ისინი წელს იმ ახალგაზრდებს უნდა აეღოთ, რომლებიც რუსეთის ომს შეეწირნენ.
ლვოვის საკრებულოს განცხადებით, დიპლომებზე მხოლოდ იმ სტუდენტების გვარებია დატანილი, რომლებიც ოფიციალურადაა ცნობილი, რომ რუსულ აგრესიას შეეწირნენ. დაღუპულთა რეალური რაოდენობა კი გაცილებით დიდია.
კომენტარები