“ნამდვილად არ არის გასაკვირი, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები გყავს თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, სარდაფებში ნაწამები ხალხი და სარდაფში წამება არ ახალია“,- განაცხადა ფრაქცია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ უკრაინაში, კიევთან ახლოს უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.
„უკრაინაში ახლაც და ზოგადად უმძიმესი ვითარება რომ არის, ამას დიდი დაკვირვება არ სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით სულისშემძვრელია ის ფაქტები განსაკუთრებით, რაც ახლა გავიგეთ და შევიტყვეთ ყველამ. უკრაინელ ხალხზე და უკრაინაზე საუბარს იცით, ჩვენ ყოველთვის თავს ვარიდებთ, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, რადგან ომშია ქვეყანა. მაგრამ ამ ქვეყანას ჰყავს თავისი მმართველობითი რგოლი, მმართველობითი ორგანოები, მმართველები და პასუხისმგებელი პირები, რომლებიც თითოეულ განვითარებულ მოვლენაზე ომის პერიოდში თუ მშვიდობის პერიოდში პასუხისმგებლები არიან თავის ქვეყანაში. რა გასაკვირია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გყავს თანამდებობაზე და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში და აი ამ რეჟიმის წარმომადგენლებს და მწამებლებს ადეიშვილი და ძმანი და დანი მათნი გყავს და უცხოეთში დაატარებს სხვადასხვა წარმომადგენლად, ქვეყანა წარმოადგინოს რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ? რატომ გვიკვირს ეს ყველაფერი? ეს იყო ხალხი, რომელმაც 2012 წლამდე საქართველოში წამების გენერალური რეპეტიცია გაიარა, თუ რას ნიშნავს, როგორ უნდა დაუსახიჩრო ადამიანს სული და როგორ უნდა დაასახიჩრო ყველაფერი ის, რაც შენ ბინძურ კონკრეტულ მიზანს არ ემსახურება. ვინც გაექცა ეგრეთ წოდებული ნაკარნახები კოჰაბიტაციის დროს, და ყველამ კარგად ვიცით, თუ რა პერიოდში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად და რა კოალიციით მოვიდა, სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანმა მოახერხა ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ ვიცით, რომ ყველა მსჯავრდებულია და კანონს ვერავინ გაექცა ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
