ყირიმის ჯანკოის რაიონში მდებარე სამხედრო საცავში საბრძოლო მასალის აფეთქება დივერსიის გამო მოხდა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
„16 აგვისტოს დილით, დივერსიის შედეგად, დაზიანდა სამხედრო საწყობი ჯანკოის დასახლებასთან“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „დივერსიის შედეგების აღმოსაფხვრელად“ საჭირო ღონისძიებები ტარდება.
ამასთან, უწყების ცნობით, დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები: ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროსადგურები, რკინიგზის ლიანდაგები და საცხოვრებელი სახლები.
კომენტარები
