„ჩერგო“ ვინმეს დაუთმობდა ლიდერობას?! გვარამია-თენგო?! – განაცხადა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.
„ჩერგო“ ვინმეს დაუთმობდა ლიდერობას?! გვარამია-თენგო?! ისიც იქით „იქაჩება“. ის „ტოპტვინაც“ ლიდერებში გადის. მათ რიგებში ერთობა გამორიცხულია. ეს იყო ხელოვნურად შეკოწიწებული თემა, რათა თავიანთი მიმდევრებისთვის ენახვებინათ, რომ ოპოზიცია გაერთიანდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან“, – აღნიშნა ზარქუამ.
კომენტარები
