პორტუგალია ეწინააღმდეგება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე აკრძალვის დაწესებას და აცხადებს, რომ სანქციები არ უნდა იყოს მიმართული რუსი ხალხის წინააღმდეგ. ამის შესახებ ადგილობრივ გამოცემა Eco-ს პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„პორტუგალია მიიჩნევს, რომ სანქციების ძირითადი მიზანი უნდა იყოს არა რუსი ხალხის, არამედ რუსეთის სამხედრო მანქანის დასჯა. პორტუგალია მიიღებს მონაწილეობას ამ საკითხის განხილვაში ევროპულ დონეზე და შეიტანს თავის წვლილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიანი პოზიციის შემუშავებაში“, – აღნიშნულია საგარეო უწყების კომენტარში.
კომენტარები
