მოსკოვის ოლქში ავტომობილი აფეთქდა, რომელიც ალექსანდრ დუგინის ქალიშვილს ეკუთვნოდა. ინფორმაციას Meduza რამდენიმე ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, დარია დუგინა ავტომობილში იმყოფებოდა და ის ადგილზე დაიღუპა. სამართალდამცავი ორგანოები დუგინას გარდაცვალების ფაქტს ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
ალექსანდრ დუგინი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირად ითვლება. მას ამერიკულმა მედიამ „პუტინის ტვინიც“ არაერთხელ უწოდა.
კომენტარები