საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, რომლის ა ჯგუფის მატჩები თბილისში ტარდება, მესამე შეხვედრა გამართა.
ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 83-88 მოუგო.
ეს მიმდინარე ტურნირზე საქართველოს პირველი გამარჯვებაა.
კომენტარები