UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა he Jim Rome Show-ში სტუმრობისას ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი შემდეგ ბრძოლას 2027 წლის დასაწყისში გამართავს.
უაითს ილია შესაძლო მეტოქე არ დაუსახელებია, თუმცა მედიაში შესაძლო ვარიანტებზე უკვე დაიწერა. ჩვენებურს ჯასტინ გეიჯისთან რემატჩი უნდა, მაგრამ თუ ეს დაპირისპირება არ შედგება, მაშინ ქართველი ან არმან ცარუკიანს, ან პედი პიმბლეტს შეხვდება.
ვინაიდან უაითი 2027 წლის დასაწყისზე მიანიშნებს, შესაძლოა, გულშემატკივრებმა ილიას დაბრუნება UFC 337-ზე, UFC 338-ზე ან UFC 339-ზე იხილონ. სავარაუდოდ, ეს ღონისძიებები, შესაბამისად, 2027 წლის თებერვალში, მარტსა და აპრილში გაიმართება.
კომენტარები
