სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ერთ-ერთ სუპერმარკეტში გამოჩენილ სალათთან დაკავშირებით, რომელსაც “ღორჯო ყრდელში” ჰქვია, განცხადებას ავრცელებს.
„მეგობრებო, გვსურს განგიმარტოთ, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში გამოჩენილ სალათს, სახელწოდებით “ღორჯო ყრდელში” არანაირი კავშირი არ აქვს ფორმულა კრეატივთან, ბათე ჯენერალსთან და ჩვენს სერიალთან.
სუპერმარკეტების ქსელმა ჩვენი სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟის, ლუნა მაზიაშვილის მოფიქრებული და სერიალში არაერთხელ გაჟღერებული კერძი “ღორჯო ყრდელში”, ჩვენთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების ან ნებართვის გარეშე დაარქვა გაურკვეველი შემადგენლობის მქონე სალათს და ჩაუშვა გაყიდვაში.
შესაბამისად, ვემიჯნებით ამ სუპერმარკეტის მიერ მყიდველის შეცდომაში შეყვანის მცდელობას“,- ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები