“შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“დღემდე მაკვირვებს ადამინების უნარი, თქვან მტკნარი ტყუილი და თან ეს გააკეთონ საჯაროდ…
ბატონო ხუზმიაშვილო, ეს მესიჯიც რომ არა, შეგახსენებთ ჩვენს საუბარს, სადაც მე, თქვენი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, გამოგიყავით პირადად თქვენთან ურთიერთობაზე პასუხიმგებელი პირი. და თანაც, „რიგითი თანამშრომელი“ კი არა , როგორც ეთერში განაცხადეთ, არამედ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, რომელმაც ღამის სამ საათზე თქვენს ზარს უპასუხა და პასუხი გაგცათ.
და კიდევ, დილის 11 საათზე მინისტრი რომ კომენტარს აკეთებს – ეს ყველა ჟურნალისტისთვის თანაბრად მისაღები სტანდარტია.
ვერავინ იტყვის, რომ შსს-ს პრესსამსახურთან დაკავშირება უნდოდა და ვერ შეძლო, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, სამუშაო და არასამუშაო საათებში.
ეს სატელეფონო გზავნილი ბატონ ხუზმიაშვილს დილის 07 საათსა და 42 წუთზე მივწერე… მანამდე, მთელი ღამის განმავლობაში, ჩემს პირად ტელეფონზე მისი ზარი არ დაფიქსირებულა!!!!!!!!!!!!!
და როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომლიც საჯაროდ აყალბებს ინფორმაციას და თან ასე ურცხვად, ღირს თუ არა მასთან მორალზე საუბარი ან თანამშრომლობა?!
იქნებ, ბატონმა ხუზმიაშვილმა გვასწავლოს თავისი ფასდაუდებელი გამოცდილებიდან, როგორ ხდება საზოგადოებასთან ურთიერთობა და რას ნიშნავს უწყების გახსნილობა… მას ამის დიდი გამოცდილება აქვს და „მაღალი სტანდარტი“. მან ხომ ბატონ დონაძესთან, ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას, შსს-ს პრესსამსახურში აიდგა ფეხი – უფროსი ინსპექტორიც კი იყო.
რა თქმა უნდა, მავანთა მხრიდან უსაფუძვლო თავდასხმებსაც აქვს თავისი მიზეზები. დღეს საჯარო მოხელე ვარ და ამაზე ხმამაღლა საუბრის უფლებას თავს ვერ მივცემ, მაგრამ მოვა დრო და აუცილებლად ვიტყვი….
და ბოლოს, უდიდეს პატივს ვცემ ყველა პროფესიონალ ჟურნალისტს, მაგრამ არსებობს გამოძიება და მისი ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც ვერავინ დაარღვევს… მე , როგორც მხარის წარმომადგენელს, აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება არ მაქვს.”,-წერს პერტაია.