რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკუთვნის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლოკალიზებულია. ავტომანქანის აალება, სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
კომენტარები