ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:
“როდესაც რუსეთის პრეზიდენტი, ბავშვების მკვლელობას არ ერიდება არც საკუთარ სახლში (ბესლანი, მოსკოვი, გროზნო) და არც გარეთ (ალეპო, საქართველო, უკრაინა), რა თქმა უნდა მოსალოდნელია, რომ გამწარებული ადამიანები, ამ პირსისხლიანის სამსახურში მყოფ დიპლომატებსაც დაერევა და სხვასაც.
ტყვია, რომელიც ელჩს მოხვდა – პუტინს ეკუთვნოდა.
ბავშვების სისხლი – არც ამ ქვეყნად შერჩება ვინმეს და არც იმ ქვეყნად.
პაცეფისტი ვარ. ვგმობ ძალადობას. ამავდროულად, ზუსტად მესმის – პუტინი – გასაჩერებელია!!!
ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს დამლაგებლების ოლიმპზე მოკალათებული ყველა ქვეყანა, თანაბრადაა პასუხისმგებელი იმ უბედურებაზე, რომელიც ბევრ ქვეყანაში მძვინვარებს. მართო პუტინი არაა დედამოხნული – დედამოხნულების მთელი პლიადა მართავს ბურთს.
სხვისი უბედურებით შექმნილი ბედნიერება – არ არსებობს!
რა კარგია, საქართველო არც ერთ ასეთ სიბინძურეში რომ არაა გახვეული”, – წერს ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში.