იღუმენ მამა ილია ვაშაკიძეს გარკვეული პრეტენზიები აქვს საპატრიარქოსთან. მას აინტერესებს, როგორ ათავსებს საპატრიარქო ამას, რომ მწვალებლობაში ამხილებენ ერთმანეთს და მღვდელმსახურებას აგრძელებენ.
ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
“სად იყვნენ დღეს დაპირისპირებული მხარეები, როცა ტელევიზია კავკასიაში შევარდნენ, რატომ არ დაუპირისპირდნენ ლიბერალები. პირად შეხებაზე რომ მიდგება საქმე, მარტო პირადულის გამო იწყებ ამხელა განხეთქილებას, საყოველთაოსთვის რატომ არ იწყებ. რატომ დუმდნენ, როცა ჩემზე არაკანონიერი ღონისძიებები განხორციელდა. ან როცა სტუდენტები დააჯახეს ერთმანეთს,“ – აცხადებს იღუმენი მამა ილია ვაშაკიძე.
კომენტარები