მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებას ეხმიანება:
„ვინაიდან თბილისში არ ვიმყოფები და იქ სადაც ვარ, წვდომა არ მაქვს ტელევიზორთან, არ ვიცი „არჩევანში” რა ხდება, მაგრამ პირადი წერილებიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ ქალბატონ შორენას ჩემთან არ დაურეკავს. მით უფრო მისი აკრძალვიდან გამომდინარე არ მომხდარა ჩემი ეთერში მისვლა. პირველ რიგში ეს იყო ჩემი პიროვნული გადაწყვეტილება და კიდევ ის რომ, ქორეპისკოპოსის კურთხევის გარეშე დიდი ხანია ტელევიზიებში არ დავდივარ…
ისე კი, ნამდვილად გამაჩნია ჩემი სუბიექტური აზრი ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში. თუ ოდესმე მკითხავენ, აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას…”,- წერს მამა პეტრე კოლხი.
კომენტარები