ახალგაზრდა ავსტრალიელი მილიონერი ჯერემი სეიმი საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართავს. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს. ბიზნესმენის განცხადებით, საქართველოში საკმაოდ მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ჯერემი სეიმი ინვესტირებას ტექნოლოგიებისა და ონლაინ სფეროში აპირებს.
“პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ საქართველო არის ყველაზე განვითარებადი ქვეყანა მთელ ამიერკავკასიაში. ინვესტიციის განსახორციელებლად ადგილს ვეძებდი და არჩევანი საქართველოზე გავაკეთე, რადგან აქ ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს და ამასთანავე, კარგი ბიზნესგარემოა შექმნილი. საქართველოში ბევრ განათლებული ადამიანს შევხვდი, რაც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, მაქვს კარგი შესაძლებლობა ვაწარმოო ბიზნესი ამ ქვეყანაში, რადგან საქართველო განვითარებადი ქვეყანაა”, – აღნიშნა ჯერემი სეიმმა.
ავსტრალიელი მილიონერი საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს
2016/12/22 11:37:14
ნანახია: 2218 ჯერ