აშშ-ში, ფლორიდის შტატში, უნივერსიტეტის სტადიონთან ახლოს მომხდარი სროლისას თორმეტი პირი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ოფიციალურ ორგანოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შემთხვევა უნივერსიტეტ A&M-ის მახლობლად 24 ოქტომბრის საღამოს მოხდა.
ოფიციალურმა პირმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაჭრილებიდან ექვსი არასრულწლოვანია.
„სამმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, ხოლო ცხრა პირის მდგომარეობა სტაბილურია“, – აღნიშნა ტალაჰასის პოლიციის უფროსმა, ლოურენს რეველმა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა პირებს შორის მომხდარი შელაპარაკება. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები
