აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეხმაურება ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება.
„შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი, თავისსავე დაწყებულ ომში, საკვებს კვლავ იარაღად იყენებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე, სურსათის გლობალურ ფასებზე და ამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისებს“, – აცხადებს ბლინკენი.
კომენტარები
