ნაძალადევის რაიონში კიდევ სამი ლიფტი განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე:
სანზონის დასახლება N2ბ კორპუსის I და II სადარბაზოებში;
ზღვისუბნის დასახლება მე-4 კვ. N61 კორპუსის II სადარბაზოში.
აღნიშნული სამი ლიფტის რეაბილიტაციის შემდეგ, 72 ოჯახს გადაადგილების პრობლემა აღარ აქვთ.
შესრულებული სამუშაოების ღირებულება 70 465 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
კომენტარები