ეს ლამაზი ქალბატონი, 50-წლიანი პედაგოგიური სტაჟით და კვლავაც შესაშური ენერგიით, ჩვენი თანაქალაქელია, – ამის შესახებ თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო მხოლოდ ერთია – უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ადამიანები და საკუთარი საქმე”- 100 წლის ეკატერინე ბადადგულოვას ხანდაზმულობის საიდუმლო.
ეს ლამაზი ქალბატონი, 50 წლიანი პედაგოგიური სტაჟით და კვლავაც შესაშური ენერგიით, ჩვენი თანაქალაქელია. საიუბილეო სურვილი ერთი აქვს – ყველამ გულით ვაკეთოთ საქმე, რასაც ვემსახურებით”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
ეკატერინე ბადადგულოვას 100 წლის იუბილე თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადად მიულოცა.
დედაქალაქის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა უსურვა და მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის.