საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტარი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს:
”ინფორმაციისთვის!
მეგობრებო პიარ ტექნოლოგიების მოქმედების ერთ-ერთი გეგმა გახდა ჩემთვის ცნობილი.მინდა გაგიზიაროთ და ერთად გავნსაზღვროთ რამდენად შეიძლება ჟღერდეს დამაჯერებლად:
მოკლეთ უცხოელ სპეც. სამსახურებს ჩვენი მოქალაქეებისაგან შემდგარი პიარ კამპანიები აქვთ შექმნილი,რომლებიც აკვირდებიან თვითოეულ პოლიტიკოსს თუ რამე წამოცდა ესევიან ყვავებივით და უწყებენ დაცინვას, რათა მარგინალიზაცია მოახდინონ არა სასურველი პოლიტიკოსისა, განსაკუთრებით პატრიოტულად მოაზროვნე ადამიანები აინტერესებთ.დააკვირდით ამ ბოლო დროს როგორ აშაყირებენ ქართველ პოლიტიკოსებს .მთელი არსი ამ შაყირის რაში მდგომარეობს, ანუ რა მიზანს ემსახურება ეს ტექნოლოგია. მთავარი ეს პარლამენტარებისა და ჩინოვნიკების დაკომპლექსებაა რათა ვიღაცამ იოლად მართოს მასები. დააკვირდით როგორი სიჩუმეა პარლამენტში ამის შიშით რომ არ გახდნენ პიარშიკების მსხვერპლნი, 70%დეპუტატებისა გაჩუმებულები არიან და ჰგონიათ სწორად იქცევიან.არა მეგობრებო ჩვენ მოსახლეობამ ასეთებს მოგვცა ხმა როგორებიცა ვართ.ასეთი განათლებით ასეთი პროფესიონალიზმით, ასეთი წარსულისთვის როგორებსაც გვიცნობენ. სიტყვაში თუ რამე წამოგვცდა, არაუშავს, ჩვენ მთავარია ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და უკეთესი მომავლისთვის თუნდაც შეცდომით და მაინც რაღაცა უნდა ვთქვათ.რუსული ანდაზა გამახსენდა, “გდე პიოტსა ტამი ლიოტსა”ჩემო პატივცემულო კოლეგებო, დებო და ძმებო დავდგეთ ერთად, პოზიცია ოპოზიციაც და ვაკეთოთ საქმე თამამად!გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს!დიდება ღმერთს!!!
p.s.
იარლიკების მიწების ეშინიათ (რუსეთის აგენტის, რომელიც იყო მოდაში)იმათ ვინც მართლა არიან სადღაც გასვრილი.სუფთა კაცს კი არაფრის შიშ არა აქვს!საკუთარი თავის იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა ქართველებო!!!”, – წერს კვიციანი.