ირანის არმიის განცხადებით, მათ ქალაქ ბენდარ-აბასის თავზე ამერიკული Lucas-ის ტიპის დრონი ჩამოაგდეს და გაანადგურეს. ინფორმაციას გამოცემა Tasnim-ი ავრცელებს.
გამოცემა „ანადოლუ“ კი ირანის სამხედრო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული დრონი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
შეგახსენებთ, აღნიშნული შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის კიდევ ერთხელ დაბომბვის ალბათობა არსებობს.
კომენტარები
