პატრიარქის მკურნალობაში დადებითი დინამიკა გამოიკვეთა და ეს არის მნიშვნელოვანი.
„პატრიარქი გაცილებით უკეთესად არის, დინამიკა დადებითია. მკურნალობა გრძელდება. ტემპერატურა არ აქვს. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. მთავარი ტემპერატურა არ არის, მთავარი სხვა რამეა, მაგრამ დინამიკა არის დადებითი და მდგომარეობა ბევრად უკეთესია. ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად მიდის“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.
მისივე თქმით, პატრიარქი ამჟამად საპატრიარქოში იმყოფება.
კომენტარები