თავიდანვე ვგულშემატკივრობდით კონსენსუსს და გვინდა, რომ გადაწყვეტილება სახალხო დამცველთან დაკავშირებით მივიღოთ 100-ზე მეტი ხმით, რომ ევროპელებთან უფრო მისასვლელი გვქონდეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა და „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან ჩემი არჩევის შემთხვევაში ვერ იტყვიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატი აირჩია და, ზოგადად, ოპოზიციის ინტერესები უგულებელყო. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მე არ „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ჩემი აზრით, ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერა ოპტიმალური იქნებოდა ოპოზიციისთვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის საკითხზე საკუთარ პოზიციას დღევანდელ შეხვედრაზე გააცნობს. ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დღეს შედგება.
