ბრიუსელში, მაროკოს გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, ეს მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე, მაროკო საფრანგეთთან 2-0 დამარცხდა.
მაროკოს გულშემატკივრებმა ბელგიის დედაქალაქის ქუჩებში პიროტექნიკის სროლა და ცეცხლის წაკიდება დაიწყეს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს, სადაც საფრანგეთის დროშა იყო, კი ქვები დაუშინეს, მოგვიანებით სამართალდამცველები გამოჩნდნენ და გულშემატკივრების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
დაპირისპირება იყო საფრანგეთის ქალაქებშიც. ლიონში მაროკოს გულშემატკივრებმა მანქანიდან ერთ-ერთი ფრანგი გადმოაგდეს და აიძულეს გაქცეულიყო. ვიდეო-კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. პოლიცია იყო მობილიზებული პარიზშიც.
კომენტარები
