“ევროკავშირშიც ხდება “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა, ამ შემთხვევაში მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ, სავსებით სამართლიანად”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
ის ევროპის სხვადასხვა მიმდინარე არეულობებს ეხმაურება.
“თბილისში მიმდინარე აქციები, რომელმაც შედეგად კინაღამ პარლამენტის დაწვა გამოიწვია, იყო პირდაპირ ეთერში ნაჩვენები “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის ფაქტი და პოლიციის დაწვის მცდელობა, ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიიდან ამ რადიკალიზმის წამახალისებელი ძალებისგან იყო მონათლული როგორც მშვიდობიანი აქცია და მთელი კამპანია იწარმოა ევროფონდების დაფინანსებით, რომელიც “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას და გაიდეალიზებას ემსახურებოდა.
აბსოლუტურად საპირისპიროა დღეს ევროკავშირში – იქაც ხდება “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა, მაგრამ მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ სავსებით სამართლიანად, მაგრამ უსამართლობა აქ ის არის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით: ის ორმაგი სტანდარტი, წახალისება რადიკალიზმის და მცდელობა – სიმართლე პრაქტიკულად გადასხვაფერებული, სხვა კონტექსტით წარმოადგინონ, როგორც ადგილობრივი ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე მსოფლიო თანამედროვეობისთვის”, – ამბობს მათიკაშვილი.
