უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს შეუძლია უფრო დიდხანს იცოცხლოს, თუ ომს შეცდომად აღიარებს და უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის გახანგრძლივების ან დასრულების შესახებ პუტინის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი, არამედ მისი ახლო გარემოცვის არსებობაც.
„რაც მალე დასრულდება ომი და თუ რუსეთი აღიარებს, რომ ომის დაწყება ტრაგიკული შეცდომა იყო, მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტი თავის სიცოცხლეს“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ პუტინის მარცხი უკვე აშკარაა და უკრაინა 1991 წლის მდგომარეობით თავის საზღვრებზე გასვლას აპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აგრესორი ისევ დაბრუნდება.
„თუ ის ახლა 1991 წლის მდგომარეობით საზღვრებზე გავა, მაშინ დაიწყება დიპლომატიის შესაძლო გზა. სწორედ ის შეძლებს ომის სამხედრო გზიდან დიპლომატიურზე გადაყვანას. მხოლოდ მას შეუძლია ამის გაკეთება“, – დასძინა ზელენსკიმ.
