შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის გზის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ მონაკვეთზე გზა დაზიანებული იყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია.
კომენტარები