„ის ისტერიკები, რასაც ვხედავთ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა, მე ამის მომსწრე არაერთხელ ვიყავი“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავა იმ კადრებს გამოეხმაურა, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნას ასახავს. მისი თქმით, სააკაშვილი პრეზიდენტობის დროსაც ზუსტად იმავენაირად იქცეოდა და ამაში ახალი არაფერია.
„ეს კადრები ფილმში „ჰეროკრატია“ 8 წლით ადრე გადავიღე – ყველაფერი, რასაც თქვენ ახლა ტელევიზორში უყურებთ, ფილმში მაქვს გადაღებული, შეგიძლიათ, ეს სერიები დაატრიალოთ და ნახავთ, როგორ იქცევა ის სასამართლოში, ციხეში, საავადმყოფოში, ყველგან. რაც მთავარია, პრეზიდენტობის დროსაც ზუსტად ასე იქცეოდა, ახალი არაფერია. ის ისტერიკები, რასაც ვხედავთ, მისი პრეზიდენტობის დროს ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა. მე ამის მომსწრე არაერთხელ ვიყავი. ეს ყველამ იცის. ყველაზე ამაზრზენი, რისი მომსწრენიც ვართ, ამ მძიმე ავადმყოფი ადამიანისადმი მისი გარემოცვის, პარტიის წევრების, ვითომ ახლობლების, მისი ოჯახის წევრების აბსოლუტური ცინიკური დამოკიდებულებაა. სააკაშვილი რომ ფსიქიკურად ავადმყოფი იყო, ეგ 2003 წლიდან იყო ცნობილი. ეს ყველამ იცოდა. პირველ ყოვლისა, დედამისმა, ალბათ, ჩალაძემ და სხვებმაც კარგად იციან, განსაკუთრებით – მისი შვილების დედებმა იციან კარგად იმიტომ, რომ მათი თანდასწრებით ის ისტერიკები ყველაზე ხშირად ემართებოდა ხოლმე, რომელიც ახლა ემართება. ეს არის სამარცხვინო მოვლენა, სამარცხვინო პიროვნებაა, სამარცხვინო ოჯახია, სამარცხვინო პარტიაა. საერთოდ – სამარცხვინო ვითარებაა, როდესაც ვუყურებთ ამ დაბეჩავებულ, დეგრადირებულ, გადაგვარებულ წრეს ადამიანებისას, რომლებიც ცდილობენ, ჩვენს ქვეყანას ჩირქი მოსცხონ იმიტომ, რომ ერთი გარეკილი პრეზიდენტი ჰყავდათ. სამწუხაროდ, ეს ჩვენი არჩევანი იყო. ამაში გარკვეული წილი მეც მიმიძღვის. იმედია, ღმერთი მაპატიებს, ისევე როგორც ქართული საზოგადოება, რომ მეც მაგის მონაწილე ვიყავი, რომ ეს აბსოლუტური არარაობა ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ეს მისი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი იყო და ეს ყველზე კარგად მისი დაცვის წევრმა იცის, იქ რომ ზის და შიმშილობს, რაც მაგას სააკაშვილისგან ალიყური მოხვედირა, გამოვიდეს და თქვას, ან გამოვიდეს და თქვას, რომ ასე არ ყოფილა, კაბინეტიდან ცოცხალ-მკვდარი რომ გამოჰყავდათ მისი თანაებრძოლები მბერძოლები,თანამებრძოლები, ნაცემები, დედამისის ჩათვლით. ეს ხომ ყველამ კარგად იცის. ბარამიძემაც მშვენივრად იცის, სამადაშვილმაც, იმიტომ გაიქცა იქიდან. არაფერი ახალი აქ არაა.
აიღეთ 2015 წელს გადაღებული ფილმი „ჰეროკრატია“. Youtube-ზე შედით და ყველა კადრი ტრიალებს, რასაც დღეს ის აკეთებს. ოღონდ ეს ფილმში 8 წლის წინაა გადაღებული. მე წინასწარმეტყველი ნამდვილად არ ვარ. მე ფილმში ის გადავიღე, რაც ჩემი თვალით არაერთხელ მაქვს ნანახი. ყველაზე სამარცხვინო ეს ვიზიტების დროს იყო. იტალიაში, ჰოლანდიაში ისეთი სცენის მომსწრე ვიყავი, მიწა გამსკდომოდა მერჩივნა, ისეთი რამეები აქვს ნაკადრები ამ პირუტყვს. პოლიტიკური ცხოველი კი არის, ნამდვილად. შეგრძნებები ყოველთვის ჰქონდა. მსოფლიო პოლიტიკური ელიტის სირცვხილსა და დეგრადაციაზე ზუსტად ის მეტყველებს, ამ არარაობას, სამარცხვინოს „დემოკრატიის შუქურას“ რომ დაარქმევ, როცა იცი, რომ ამ კაცს დემოკრატიის ნასახი არ გააჩნია. ავტორიტარი თუ ვინმე იყო, ეს იყო მიხეილ საკაშვილი. იმასთან შედარებით, რაც ქართულ ციხეებში ხდებოდა, გუანტანამო საბავშვო ბაღია. ეს ყველამ იცოდა: ამერიკის ელჩებმა, პოლიტიკურმა მდივნებმა, პრეზიდენტებმა, პრემიერმინისტრებმა, ევროკავშირის ლიდერებმაც. მათ იციან, რომ სააკაშვილი აბსოლუტურად დეგრადირებული პიროვნებაა, ისევე – როგორც აბსოლუტურად დეგრადირებულია „ნაციონალური მოძრაობა“. მიუხედავად ამისა, ყველანაირად ცდილობენ, ეს ძალა რამენაირად საქართველოს ხელისუფლებაში მოაბრუნონ, რათა მათი ნებისმიერი მოთხოვნა, დავალება შეასრულონ“, – განაცხადა ხაინდრავამ.