გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სოფელ კორცხელში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მმართველი გუნდი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, სათანადო რეაგირება მოახდინონ და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება უზრუნველყონ.
”გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სოფელ კორცხელში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცნობიერებენ, რომ არჩევნებს კორცხელში დიდი უპირატესობით აგებენ, ერთადერთ გამოსავლად კი პროვოკაციების მოწყობასა და არჩვენებისათვის ჩრდილის მიყენებას თვლიან. „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველო მიმართავს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, სათანადო რეაგირება მოახდინონ, რათა არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს”, – ნათქვამია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” განცხადებაში.