ოზურგეთში რეაბილიტაცია/აბილიტაციის ცენტრი „ლაზიკამედის აკადემია“ გაიხსნა, რომელიც აუტისტური სპექტრისა და განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებს მოემსახურება.
ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ცენტრს, ამ ეტაპზე 100-მდე ბენეფიციარის მიღება შეუძლია, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა მომსახურებები მიიღონ.
აუტიზმის ცენტრი, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გახსნეს.
კომენტარები