ომს უკრაინაში აშშ-თვის შემოსავალი მოაქვს, რადგან ვაშინგტონი ევროპელებზე იარაღს ჰყიდის, რათა შემდგომში ის კევს გადაეცეს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
ტრამპის თქმით, ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღს სრულ ფასად ჰყიდის.
„ჩვენ შეღავათებს არ ვთავაზობთ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ფულს შესანიშნავად ვაკეთებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ინტერვიუში ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისმა წინამორბედმა ჯო ბაიდენმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით გადასცა.
კომენტარები
