ამერიკელი სენატორები ოფიციალურ შეხვედრებს იწყებენ. ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. დღის ბოლოს კი ვიზიტს სენატორები პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.
სენატორებმა უკვე გამართეს აუდიენცია ამერიკის ელჩთან, ასევე შეხვდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. შეერთებული შტატების საელჩომ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე. დოკუმენტში ჯინ შაჰინი აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო მტკიცე პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს და უფრო მტკიცედ უნდა ითანამშრომლოს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან.
თბილისში ვიზიტის შემდეგ სენატორები რუმინეთში გაემგზავრებიან.
კომენტარები
