თავდაცვის სამინისტრომ ახალი სამხედრო კოდექსი შეიმუშავა, რომლის მიზანია – სოციალური გარანტიები, გაუმჯობესებული პირობები, უმაღლეს დონეზე გაწვრთნილი რეზერვი და გაზრდილი თავდაცვისუნარიანობა.
„აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რაც დღეს გვაქვს და რაც ხელს უშლის იმ მთავარი მიზნის მიღწევას, რაც გახლავთ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მდგრადობა. დიდხანს ვიმუშავეთ ამ კანონპროექტზე და კოდექსით დავარეგულირებთ ყველა ამ ხარვეზს“, – განმარტავს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
დამტკიცების შემთხვევაში, ახალი კოდექსი ეტაპობრივად ამოქმედდება და 2025 წლიდან წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაიწვევს. ვის შეეხება სამხედრო სამსახური და რას სთავაზობს მოქალაქეებს თავდაცვის სამინისტრო – ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტი.
კომენტარები