საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალა” დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი გუშინ, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ პროცესებმა გაუმყარათ მოსაზრება იმის შესახებ, რატომ არ სურთ პროექტის მოწინააღმდეგეებს გამჭვირვალობა და საჯაროობა.
“გასაგები იყო, როგორ უნდოდათ ე.წ. დაბრენდვა ამ ქართული კანონპროექტის რუსულად, და შემდგომ უკვე ნახა საზოგადოებამ სამწუხაროდ ის რადიკალური პროცესები, რაც ვითომ “მშვიდობიან” აქციას დაარქვეს. რა თქმა უნდა, იქ იყვნენ ადამიანები, ვინც გულწრფელად აპროტესტებდნენ, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, ამ გულწრფელი პროტესტის ცუდად გამოყენების მცდელობაც ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის რეალური სახე სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის, რატომაც ზოგადად არ უნდათ არაფერი გამჭვირვალე და არაფერი საჯაროობა. სამწუხაროდ, ამას ეხმიანება ისიც, რომ ქალბატონი კრამონი, რომელიც პირდაპირ აანონსებს რევოლუციური სცენარის მსგავსად, როგორც მოხდა ეს უკრაინაში. მიზანი უკვე ცხადია, მე მგონი საზოგადოებამ დაინახა, თუ რა უნდოდა და რა უნდა რადიკალურ ოპოზიციას. არც კანონი აინტერესებს, არც გამჭვირვალობა და არც ინფორმირებული მოქალაქე არ აინტერესებს, არამედ აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ არეულობა,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.