Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტკავშირი უკრაინაში სრულად აღდგა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, კავშირი 160 კმ/სთ გადაადგილებისას უკვე შეუფერხებლად მუშაობს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სპეციალისტები აგრძელებენ მუშაობას, რათა სიჩქარის ზედა ზღვარი შეამოწმონ და დარწმუნდნენ, თუ რამდენად სრულფასოვნად აღდგა კავშირი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ Starlink-ის ინტერნეტკავშირი შეფერხებით მუშაობდა. მისი განცხადებით, 13-160 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას კავშირი წყდებოდა, რაც ლოგისტიკას და უკრაინული დრონების მუშაობას აფერხებდა.
16 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში Starlink-ის მუშაობა თეთრ სახლს არ შეუზღუდავს.
